weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თბილისის ტურისტულ ზონებში ქვეითი პატრული დაიწყებს პატრულირებას

16:42 პარასკევი, 18 მაისი 2018

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 21 მაისიდან თბილისის ტურისტულ ზონებში საპატრულო პოლიციის ქვეითი ქვედანაყოფის 20 ეკიპაჟი დაიწყებს პატრულირებას.

„მინდა მოგახსენოთ რამდენიმე სიახლე, რასაც ჩვენ ორშაბათიდან დავიწყებთ. ეს გახლავთ ქვეითი პატრულის კორპუსი. მოგეხსენებათ, საქართველოში ტურისტების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ეს ერთი მხრივ, არის ეკონომიკისთვის დიდი სარგებელი, თუმცა სამართალდამცავი სისტემისთვის ეს გახლავთ სერიოზული გამოწვევა, რამეთუ ტურისტების ამხელა ტრაფიკს მოყვება თავისი რისკები. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ასეთი ქვეითი პატრულირების ქვედანაყოფი შედგებოდეს 60 ეკიპაჟისგან, რომელმაც სრულად უნდა გააკონტროლოს თბილისში ტურისტული ლოკაციები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს.

შს მინისტრის თქმით, ე.წ. ტურისტული პატრული მართლწესრიგს დაიცავს და ასევე, ქალაქში ჩამოსულ ტურისტებს დაეხმარება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]