weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ვაკეში მომხდარი სროლის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

11:13 შაბათი, 19 მაისი 2018

სამართალდამცველებმა ვაკეში მომხდარი სროლის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველ განყოფილებაში 18 მაისს შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განხორციელდა.

„მიღებული შეტყობინების საფუძველზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გაირკვა, რომ გასროლა 1979 წელს დაბადებულმა ლ.რ.-მ განახორციელა. სამართალდამცველებმა იგი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ლ. რ.-სა და მის ძმას – 1981 წელს დაბადებულ ზ.რ.-ს კონფლიქტი მოუხდათ 1992 წელს დაბადებულ გ.ვ.-სთან, რა დროსაც ლ.რ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ გაისროლა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი, რომლიდანაც გასროლა განხორციელდა“, – აცხადებენ შსს-ში.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

გუშინ საღამოს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ქალი უცნობ მამაკაცს მისი ოჯახის კუთვნილი ავტომობილის მინების ჩამსხვრევაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მან მისი ოჯახის წევრების მიმართულებით იარაღი ისროლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]