weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ფონიჭალა, ინტერნეტი და კლუბური ნარკომანია ნარკოტიკების გავრცელების არხებია – გახარია

13:24 შაბათი, 19 მაისი 2018

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, პარლამენტში გამოსვლის დროს, ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების სამ ძირითად წყაროდ ფონიჭალა, ინტერნეტი და კლუბური ნარკომანია დაასახელა.

„დღეს რეალურად საქართველოში არსებობს ნარკოტიკების გავრცელების რამდენიმე სერიოზული წყარო და არხი. პირველი, ეს გახლავთ ფონიჭალა. ბოლო სამი თვის განმავლობაში 10-მდე კილოგრამი ჰეროინია აქედან ამოღებული. იქ საკმაოდ ეფექტურად, ძირითადად ვმუშაობთ მსხვილ კომპონენტზე. მეორე და ძალზედ სერიოზული გამოწვევა გახლავთ ინტერნეტ საშუალებით გავრცელება და მესამე ეს გახლავთ კლუბური ნარკომანია, რომლის ძირითადი წყარო და ტრანზიტი ხდება ევროპის ქვეყნებიდან. ჩავთვალოთ, რომ აბსოლუტურად მკაფიო წარმოდგენა გვაქვს რას ვუშვრებით მძიმე ნარკოტიკებს და ტრანზიტს, რომელიც შემოდის აღმოსავლეთიდან, პირობითად დავარქვათ „ფონიჭალის“ მიმართულება. ერთმნიშვნელოვნად გვინდა ეფექტური მუშაობა მძიმე კლუბური ნარკოტიკების გავრცელების ნაწილში და ყველაზე ძლიერი გამოწვევა, რა თქმა უნდა, ეს არის ინტერნეტი და თანამედროვე ტექნოლოგიებით ნარკოტიკების გავრცელება“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მინისტრის თქმით, ნარკოტიკების გავრცელება ტრანსსასაზღვრო პრობლემაა, რომელსაც საქართველო მარტო ვერ გაუმკლავდება.

„ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ როგორც ჩვენს კოლეგებთან, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ყველა სხვა, მათ შორის, კლუბური ნარკოტიკების შემთხვევებშიც, ეს იყო პირველი ნაბიჯი. ჩვენ აქედან ვგეგმავთ გავრცელებისა და შემოტანის ქსელებზე  გასვლას“, – განაცხადა შს მინისტრმა.

გახარიას თქმით, ნარკოტიკების გასაღებასთან მიმართებაში კანონმდებლობა გასამკაცრებელია: „იქ, სადაც ინდივიდუალურ მოხმარებაზეა საუბარი, ჩვენ მზად ვიყავით და დღესაც მზად ვართ, განვიხილოთ ჰუმანურობის ისეთი დონის ფორმები, რა დონისთვისაც ეს ქვეყანა და ამ ქვეყნის ეკონომიკა არის მზად“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]