დაშავებული ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და ნეიროქირურგიული ოპერაცია უტარდება. ექიმ თამაზ გრძელიძის თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
კოროხნალის მაღარო სოფელ პერევისასა და შუქრუთს შორის მდებარეობს.