weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თელავში 26 წლის მამაკაცი დანით დაჭრეს

19:09 კვირა, 20 მაისი 2018

თელავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 26 წლის მამაკაცი დანით დაჭრეს. დაჭრილი თელავის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. როგორც „რეგინფოს“ ექიმებმა უთხრეს, პაციენტს ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1979 წელს დაბადებული გ. ა. დააკავეს.  

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 20 მაისს, ქალაქ თელავში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით, 1992 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს სხეულის დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გ.ა. თელავში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო“, - განაცხადეს შს სამინისტროში.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 117 -ე მუხლის 1-ლი ნაწილით. დანაშაული სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]