weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე მოსწავლეების 3 % ჩაიჭრა

12:34 ორშაბათი, 21 მაისი 2018
ფოტოზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უფროსი მაია მიმინოშვილი ფოტოზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უფროსი მაია მიმინოშვილი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე მეთორმეტეკლასელების დაახლოებით 3 %-მა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი წელს ატესტატს ვერ აიღებენ და ვერც ეროვნულ გამოცდებში მიიღებენ მონაწილეობას.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა მოსწავლეთა 97 %-ზე მეტმა ჩააბარა.

გამოსაშვები გამოცდები 20 მაისიდან დაიწყო. დღეს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები გამოცდას უცხოურ ენებსა და ბიოლოგიაში აბარებენ. 22 მაისს გამოცდა ისტორიასა და ფიზიკაში, 23 მაისს - მათემატიკასა და ფიზიკაში, ხოლო 24 მაისს - ქიმიაში ჩატარდება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს სკოლა 39 000-მდე მეთორმეტეკლასელმა დაამთავრა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]