weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პაციენტებისთვის უფასო იურიდიული დახმარების პროგრამა იწყება

15:17 ორშაბათი, 21 მაისი 2018
ფოტოზე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი ფოტოზე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი

ფსიქიკური აშლილობის, ინტელექტუალური და ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფი პაციენტებისთვის ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია უფასო იურიდიული დახმარების პროგრამას იწყებენ.

22 მაისს, სამშაბათს, 11 საათზე, სასტუმრო "რუმსში", ორივე მხარე თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერს ხელს.

უფასო იურიდიული დახმარება გულისხმობს როგორც იურიდიული კონსულტაციების გაწევას სამედიცინო მომსახურების მიღების პროცესში წამოჭრილი პრობლემების გადასაჭრელად, ასევე დაზარალებულის ინტერესების დაცვას და წარმომადგენლობას სასამართლოში.  

პაციენტებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მაღალკვალიფიციური ათი ადვოკატი მოემსახურება მთელი საქართველოს ტერიტორიაზე. ისინი დამატებით გაივლიან ტრენინგს შეზღუდულ შესაძლებლობებთან, პალიატიურ მზრუნველობასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

1 ივლისს, პაციენტთა მომსახურების ცხელი ხაზი ამუშავდება. ამავე  პერიოდიდან გახდება მომსახურების მიღება შესაძლებელი იმ პაციენტებისთვის, რომლებიც მომსახურების კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.

ბოლო ხუთი წლის მანძილზე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში მიმდინარე პროცესებმა (საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, ვაუჩერულ სისტემაზე გადასვლა) და ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით,  პაციენტის უფლებებზე მომუშავე ცხელ ხაზზე შემოსულმა ზარებმა და მომართვიანობამ ნათლად წარმოაჩინა ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული პრობლემები სამედიცინო სფეროში. კერძოდ: პაციენტის უფლებების ცხელი ხაზის პროექტის განხორციელებისას მიღებული მონაცემების ანალიზით, მოქალაქეთა პრობლების და მომართვების 93% ეხებოდა სამედიცინო სერვისების მიღების დაფინანსებას და პრობლემებს სერვისების მიღების დროს, სამედიცინო პერსონალის მხრიდან კონფიდენციალობის დარღვევის, ინფორმირებული თანხმობის არარსებობის და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების ხელმიუწვდომლობის შემთხვევებს.  

2000 წლიდან დღემდე, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მიღებულ იქნა 17 კანონი და ათასამდე ნორმატიული აქტი, რომლის მიზანია ერთი მხრივ სფეროს მოწესრიგება და მეორე მხრივ პაციენტის უფლებების დაცვა, თუმცა მიუხედავად ასეთი კანონების არსებობისა, ქვეყანაში არ არის განვითარებული სამოქალაქო თუ სოციალური ადვოკატირება ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის - პალიატიური მზრუნველობის საჭიროების პაციენტებისთვის და შეზღუდული (ფიზიკური და მენტალური) შესაძლებლობის  მქონე პირებისთვის.

2017 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ოპიოიდების დანიშვნასა და გამოწერაზე უფლებამოსილ ექიმთა მხოლოდ 33-38% იცნობს ოპიოიდების მარეგულირებელ კანონმდებლობას, პრაქტიკაში კი მხოლოდ 18-23% იყენებს. აღნიშნული მნიშვნელოვნად არღვეს პაციენტის უფლებას იცხოვროს ტკივილის გარეშე.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ხშირად განიცდიან დისკრიმინაციას, ხელი არ მიუწვდებათ ჯანდაცვის სერვისებზე და ხშირ შემთხევვაში ვერ სარგებლობენ ჯანდაცვის სერვისებით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]