weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

შუახევის სოფელ ჟანივრში სკოლის მშენებლობა 5 თვეა შეჩერებულია

12:31 სამშაბათი, 22 მაისი 2018

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟანივრში სკოლის მშენებლობა 5 თვეა შეჩერებულია. აჭარის მთავრობა ადგილობრივ მოსახლეობას პირდებოდა, რომ ბავშვები ახალ სკოლაში სწავლას 2017 წლის იანვრიდან გააგრძელებდნენ.

ჟანივრში სკოლის შენობა 2015 წელს დაიწვა. მას შემდეგ გაკვეთილები სოფლის ადმინისტრაციის შენობაში ტარდება. ჟანივრის სკოლაში 7 მოსწავლე და 10 მასწავლებელია.

„აქ სათანადო პირობები არ გვაქვს. ეს სასკოლო შენობა არ არის. ხელისშემშლელი პირობებია, მაგრამ მთავარია, რომ ზამთრის პერიოდში ბავშვებს არ სცივათ“, - ამბობს სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან ტაკიძე.

ახალი სკოლის მშენებლობისთვის 246 000 ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა სამშენებლო კომპანიამ - შპს „გილანი XXI“ ვალდებულებები არ შეასრულა და უკვე 5 თვეა სამუშაოები შეჩერებულია. ხის შენობა ნახევრად არის აშენებული. სამუშაოების დასრულებას დაახლოებით 100 000 ლარი სჭირდება.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, იმის გამო, რომ კონტრაქტორმა კომპანიამ მშენებლობა დადგენილ დროში ვერ დაასრულა, 24 ათასი ლარით დაჯარიმდა და ხელშეკრულება შეუწყდა. როდის გამოცხადდება ახალი ტენდერი სკოლის მშნებლობის გასაგრძელებლად, უცნობია. აჭარის განათლების სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსმა ჯემალ სურმანიძმე განაცხადა, რომ მოსწავლეები ახალ სკოლაში სწავლას სავარაუდოდ 2018 წლის სექტემბრიდან გააგრძელებენ.

ჟანივრის საჯარო სკოლა 9-კლასიანია. სკოლაში 1-ლი, მე-3, მე-6 და მე-9 კლასები არ არის.

მოსახლეობის 2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში 101 ადამიანი ცხოვრობს.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]