weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ივანიშვილის ასწლოვანი მუხის გადასატანად ზუგდიდში შუქნიშნები მოხსნეს

15:21 სამშაბათი, 22 მაისი 2018

ზუგდიდში, აღმაშენებლისა და ხუბულავას ქუჩების კვეთაზე შუქნიშნები მოხსნეს. რადიო „ათინათის“ ინფორმაციით, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ შუქნიშნების დემონტაჟი ყოფილი პრემიერ-მინისტრის და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ასწლოვანი მუხის გადატანის გამო გახდა საჭირო.

„წუხელ გვიან ჩამოხსნეს, რადგან ხე უნდა გაეტარებინათ და უშლიდა“, - ციტირებს „ათინათი“ ადგილობრივების კომენტარს. მათივე ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში ქალაქს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში აღნიშნეს, რომ შუქნიშნების მოხსნის მიზეზი მათთვის ცნობილი არ არის. მერიის განმარტებით, აღმაშენებლის ქუჩა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაა და მას საავტომობილო გზების დეპარტამენტი განაგებს.

ასწლოვანი მუხა, რომელიც იუსტიციის სახლის ყოფილ შენობასთან ახლოს მდებარე, კერძო პირის ეზოდან გაიტანეს, ხუბულავას ქუჩაზეა გაჩერებული. სატვირთო მანქანამ რამდენიმეტონიანი ხის გადატანა ვერ შეძლო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]