weather cur horoscope tv
დეკემბერი 29, 2024

შიდა ქართლში ფაროსანას გავრცელება არ დასტურდება

00:49 ოთხშაბათი, 23 მაისი 2018

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლმა, დავით გოგინაშვილმა განაცხადა, რომ შიდა ქართლში დამონტაჟებულმა ფერომონებმა რეგიონში აზიური ფაროსანას გავრცელება ამ ეტაპზე არ დაადასტურა.

დავით გოგინაშვილის განმარტებით, მწერი, რომელიც მოსახლეობის ნაწილმა ნაკვეთებსა და საცხოვრებელ სახლებში შენიშნა, ჩვეულებრივი ტყის ბაღლინჯოა.

„თუ სადმე ფაროსანა არსებობს - ნაკვეთებში, ბოსტნებში, ის ფერომონს აუცილებლად მიეწებება, ვინაიდან ფერომონს აქვს მისატყუებელი და ის გაჟღენთილია იმ ნივთიერებით, რომელიც ფაროსანას ძალიან უყვარს. არანაირი ფაროსანა შიდა ქართლში არ არის. უკვე დაიწყო ქიმიური წამლობა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ და თუ თითო-ოროლა ფაროსანა სადმე არსებობდა, ისიც აღარ იქნება“, - აღნიშნა დავით გოგინაშვილმა ტელეკომპანია „დიას“ ეთერში.

მისივე ინფორმაციით, შიდა ქართლში, რეგიონის მასშტაბით 1100 ცალი ფერომონია განთავსებული. აზიური ფაროსანას მონიტორინგის მიზნით ფერომონები აპრილში დამონტაჟდა.

 

მედიაპროდუქტი მომზადებულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]