weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გველების გამო ქუთაისის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა

10:21 ოთხშაბათი, 23 მაისი 2018

ქუთაისის მე-17 ბაგა-ბაღში, გველების გამო სააღმზრდელო პროცესი ორშაბათამდე შეწყდა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ეზოში ერთ კვირაში რამდენიმე გველი ნახეს. ბოლო შემთხვევა გუშინ იმ დროს მოხდა, როდესაც ეზოში ბავშვები თამაშობდნენ.

„გველი ბაღის შენობაში, ოთახში არ ყოფილა. იყო ბაღის ეზოში, როდესაც ბავშვები გვყავდა გამოყვანილი. მოვახერხეთ მათი გადაყვანა მეორე მხარეს. დაუყოვნებლივ მივიღეთ ზომები და ვაცნობეთ ზემდგომ ორგანოს, რომელიც დაუყოვნებლივ გაჩნდა ადგილზე. ბავშვებიც მობილიზებული გვყავდა და გამოვიყვანეთ“, – ამბობს ბაღის წარმომადგენელი ნინო ბერაძე „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორის, დავით წიტაიშვილის განცხადებით, საბავშვო ბაღში სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარეს. მისივე თქმით, ქვეწარმავლების გავრცელების საწინააღმდეგოდ პრევენციული სამუშაოები გასულ კვირაშიც ჩატარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]