„წარწერა გაკეთებულია კირით ან ცარცით, მაგრამ ამით არ იცვლება ის, რომ ეს ვანდალიზმია. მისი გამოსწორება ადვილად შესაძლებელია ისე, რომ კედლის მხატვრობის ზედაპირული ფენა საერთოდ არ იყოს ხელშეხებული. უდაბნოს ეკლესიაში, მისი ლანდშაფტური იერსახიდან და წარმომავლობიდან გამომდინარე ძნელია, რამე დაცვითი ეფექტური მექანიზმის შემუშავება“, - განაცხადა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენელმა ბექა ბარამიძემ.
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, საქართველოს აზერბაიჯანის საზღვართან მდებარეობს. კომპლექსში შემავალი 22 ნაგებობიდან 3 ძეგლი აზერბაიჯანის ფაქტობრივი კონტროლის ქვეშ არის.
მონასტერი VI საუკუნეში დააარსა დავით გარეჯელმა, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის გასავრცელებლად შემოსული „ათცამეტი ასურელი მამის“ დასს ეკუთვნოდა.
კულტურული მემკვიდრეობის წამყვანმა ევროპულმა ორგანიზაცია „ევროპა ნოსტრამ“ და ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტმა, დავით გარეჯის კომპლექსი 2018 წლის განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამის ფინალისტად დაასახელა.