საჰარიანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ედება, რაც ჯგუფურად ჩადენილ კომერციულ მოსყიდვას გულისხმობს. მანამდე, 2018 წლის 16 მაისს, საგამოძიებო სამსახურმა იმავე ბაზრის მთავარი კონტროლიორიც დააკავა, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
არარატ საჰარიანი ახალქალაქის ბაზრის დირექტორად 2014 წლიდან მუშაობდა.
სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, აგრარული ბაზრის 100 % წილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა.