weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მათემატიკის გამოცდაზე მოსწავლეთა 12 % ჩაიჭრა

19:46 ოთხშაბათი, 23 მაისი 2018

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საატესტატო გამოცდები მათემატიკაში მეთორმეტეკლასელთა დაახლოებით 12 %-მა ვერ ჩააბარა. ზღვარი წარმატებით გადალახა მოსწავლეთა 88 %-ზე მეტმა.

წელს საატესტატო გამოცდები დასრულდა. გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში 3%-მა ვერ ჩააბარა, ისტორიაში - 4 %-მა, უცხო ენებში - 11 %-მა. გამოცდებზე ჩაჭრილი მოსწავლეები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ვერ ჩააბარებენ.

საატესტატო გამოცდებზე მოსწავლეები ქულების მიხედვით არ ფასდებოდნენ. გამოცდების ჩასაბარებლად მხოლოდ მინიმალური ზღვრის გადალახვა იყო საჭირო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]