weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ზუგდიდში 3 მოზარდი სავარაუდოდ ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატით მოიწამლა

20:50 ოთხშაბათი, 23 მაისი 2018

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში უცნობი ნივთიერებით მოწამლული სამი მოზარდი მოათავსეს. სამედიცინო დაწესებულებაში ისინი სოფელ ურთის საჯარო სკოლიდან გადაიყვანეს. მესამე, მეხუთე და მეექვსე კლასის მოსწავლეები სავარაუდოდ აზიური ფაროსანას შესაწამლი ნივთიერებით მოიწამლნენ.

რადიო „ათინათის“ ინფორმაციით, ურთის სკოლის დირექტორმა, ლამარა ქარდავამ განაცხადა, რომ მოსწავლეები, სავარაუდოდ, მოიწამლნენ სკოლისკენ მიმავალ გზაზე, სადაც აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შეწამვლა ტარდებოდა.

„საგაკვეთილო პროცესი დაწყებული არც იყო, ბავშვები მოდიოდნენ სკოლაში და იქ შეისუნთქეს ეს კვამლი, როგორც ჩანს. ჩვენ გაფრთხილებული ვიყავით ამ წამლობის შესახებ და სკოლის ტერიტორია არც შეუწამლავთ“, - ციტირებს „ათინათი“ სკოლის დირექტორის განცხადებას.

ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმების განცხადებით, ისინი დაკვირვების მიზნით, გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში არიან მოთავსებულნი.

ფაროსანას საწინააღმდეგო ნივთიერებით მოსწავლეთა შესაძლო ინტოქსიკაციას გამოეხმაურა ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეწამვლითი სამუშაოები უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით მიმდინარეობს, მოსახლეობას 24 საათით ადრე აფრთხილებენ და ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით, საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიებს არ წამლიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]