weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

თბილისში პლასტმასის ბოთლების შესაგროვებლად ურნების დადგმა იგეგმება

11:51 ხუთშაბათი, 24 მაისი 2018

თბილისის ყველა რაიონში პოლიეთილენის ბოთლების შესაგროვებელი ურნები დამონტაჟდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კალაძეს არ უთქვამს, როდის განათავსებენ სპეციალურ ურნებს, თუმცა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მუშაობა დაწყებულია.

„გვინდა, კერძო სექტორთან თანამშრომლობით, რომელსაც სურს, გადაამუშაოს ბოთლები, თბილისის მასშტაბით ყველა რაიონში ეტაპობრივად უზრუნველვყოთ ამ კატეგორიის ნარჩენების შემგროვებელი ურნების დამონტაჟება. ვფიქრობ, მართლაც საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტია“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, პოლიეთილენის ბოთლების შესაგროვებლად ურნების განთავსების იდეა მერიამ პლატფორმა – „შენი იდეა ქალაქის მერს“ ფარგლებში მიიღო. კალაძის განცხადებით, ეს იდეა თანხვედრაშია ნარჩენების მართვის იმ სტრატეგიასთან, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებებიდან გამომდინარე აქვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]