ცხოველთა კვების აპარატების დადგმის იდეა პლატფორმის „შენი იდეა ქალაქის მერს“ ფარგლებში მიიღეს.
„სულ ცოტა ხნის წინ წამოვიწყეთ ახალი პროექტი, შევქმენით პლატფორმა - „შენი იდეა ქალაქის მერს“, სადაც დედაქალაქის მოსახლეობას მივეცით შესაძლებლობა, რომ თავიანთი ხედვები, იდეები, პროექტები წარმოადგინონ, თუ რისი განხორციელებაა შესაძლებელი ჩვენს ქალაქში. აქტიურობა ძალიან დიდია. ამჟამად, ათი იდეაა განხილვის პროცესში და მათგან ორის შესახებ უკვე დადებითი გადაწყვეტილებაა მიღებული. მათ შორის, ერთ-ერთი იდეაა სხვადასხვა ლოკაციაზე ცხოველთა კვებისთვის განკუთვნილი აპარატების დაყენება. გარდა იმისა, რომ იდეა ცხოველებზე ზრუნვითაა განპირობებული, კიდევ ერთი დადებითი მხარე აქვს - ცხოველების კვებაში მეტი მოქალაქე ჩაერთვება. ძალიან მიხარია, რომ ასეთი აქტიურობა ფიქსირდება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
კიდევ ერთი იდეა, რომლის განხორციელებაც თბილისში იგეგმება, პოლიეთილენის ბოთლების შემგროვებელი აპარატების განთავსებაა.