თბილისის რამდენიმე უბანსა და რეგიონების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. სახელმწიფო ელექტროსისტემის განმარტებით, ელექტრომომარაგების შეწყვეტის მიზეზი ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგურის ავარიულად გამორთვა გახდა, რამაც ენერგოსისტემაში ელექტროენერგიის დეფიციტი გამოიწვია. ენგურჰესი ავარიულად 20 საათზე და 11 წუთზე გამოირთო.
მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება უკვე აღუდგა, თბილისისა და რეგიონების მოსახლეობის ნაწილი კი კვლავ ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ელექტროენერგია არ მიეწოდება სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და სამეგრელოს აბონენტებს.