ავტოსაგზაო შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. „მაზდას“ მარკის ავტომობილი, რომელიც დიდი სიჩქარით მოძრაობდა, ხეს შეეჯახა. მძღოლი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს.