weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

ნინო გვენეტაძემ უზენაესი სასამართლოს ისტორიაში „სარეკორდო“ ანაზღაურება მიიღო

12:23 პარასკევი, 25 მაისი 2018

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ 2017 წელს 137 475 ლარის ოდენობით ანაზღაურება მიიღო, ანუ თვეში 11 456 ლარი, რაც ქართული სასამართლო სისტემის არსებობის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

აქამდე ყველაზე მეტი წლიური ანაზღაურება 2014 წელს ჰქონდა მიღებული კონსტანტინე კუბლაშვილს, რომლის ხელფასისა და პრემია-დანამატების ოდენობა 136 895 ლარი იყო, ესე იგი თვეში საშუალოდ 11 408 ლარი.  

მოქმედი კანონმდებლობით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 7000 ლარია, რაც წლიურად 84 000 ლარს შეადგენს. ამასთან, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იმავდროულად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობასაც იკავებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]