weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

პირველად საქართველოში შვეულმფრენის პილოტების მომზადება დაიწყება

17:24 სამშაბათი, 30 მაისი 2017

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი 2017 წლის სექტემბრიდან განახორციელებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს შემდეგი მიმართულებით: კომერციული პილოტი, საჰაერო ხომალდებისა და საავიაციო ძრავების მომსახურების ავიატექნიკოსი (B1) და საჰაერო ხომალდების ავიონიკის მომსახურების ავიატექნიკოსი (B2).

როგორც საავიაციო უნივერსიტეტში აცხადებენ, მოხდება შვეულმფრენის პილოტთა პრაქტიკული მომზადებისთვის საჭირო საფრენოსნო სიმულატორის შეძენა. შეიქმნება სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა B1/B2 მიმართულების ავიატექნიკოსთა პრაქტიკული მომზადებისათვის. მასწავლებლები და ინსტრუქტორები გადამზადდებიან ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) რეგულაციების მოთხოვნების შესაბამისად.

„საქართველოს სამოქალაქო ავიაციის პროფესიული TVET პროგრამების განვითარება“  პროექტის ფარგლებში საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით კონფერენცია დღეს გამართა. კონფერენციის მიზანს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის პროფესიული TVET პროგრამების განვითარება და ბიზნეს სექტორისთვის პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობის შესაძლებლობების გაცნობა წარმოადგენდა.

კონფერენციაზე საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა განახლებული პროფესიები წარმოდგინა, რომელიც დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული მეორე კომპაქტის ფარგლებში. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]