weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ბათუმის მერი ბულვარში უპატრონო ძაღლმა დაკბინა – ცხოველთა დაცვის ფედერაცია

15:06 პარასკევი, 25 მაისი 2018

ცხოველთა დაცვის ფედერაციის განცხადებით, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ბულვარში უპატრონო ძაღლმა დაკბინა, რის შემდეგაც მან სტერილიზებული და სპეციალური ნიშნის მქონე ძაღლების დაჭერის უკანონო ბრძანება გასცა. დაკბენის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერი არ ადასტურებს.

„ქალაქ ბათუმის მერი რამდენიმე დღის წინ დაკბინა უსახლკარო ძაღლმა და ამის შემდეგ მან გასცა სრულიად უკანონო ბრძანება, რათა მომხდარიყო იდენტიფიცირებული, სრულიად უსაფრთხო ძაღლების იზოლირება და ქალაქგარეთ გაყვანა. ეს ინფორმაცია მერიიდან სანდო წყარომ მოგვაწოდა, რიგითმა მოქალაქეებმა კი დაადასტურეს, რომ ძაღლების იზოლირება მოხდა“, - აღნიშნა ტელეკომპანია „TV 25“-თან ინტერვიუში ცხოველთა დაცვის ფედერაციის წარმომადგენელმა თემურ ლაჭყეპიანმა.

„TV 25“-ის ცნობით, კომპანია „სევერში“, რომელიც ძაღლების მოვლა-პატრონობას ახორციელებს, განაცხადეს, რომ ქალაქიდან ძაღლების გაყვანის თაობაზე დავალება მერიაში გამართულ თათბირზე მიიღეს. კომპანიის განმარტებით, ძაღლები ბულვარში ტურისტებს საფრთხეს უქმნიდნენ და ყვავილებს აზიანებდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]