weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რა ღონისძიებებია დაგეგმილი თელავში დამოუკიდებლობის დღეს

16:13 პარასკევი, 25 მაისი 2018
არქივის ფოტო არქივის ფოტო ფოტო © თელავის მუნიციპალიტეტის მერია

საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თელავში ღონისძიებები ცენტრალურ მოედანზე გაიმართება. 26 მაისს, 12:00 საათიდან წარმოდგენილი იქნება სამხედრო ტექნიკა. მოეწყობა ხელნაკეთი აქსესუარებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, თელავის ცენტრში ღვინის ფესტივალიც გაიმართება. კომპანიები საკუთარ პროდუქციას ადგილობრივ და უცხოელ სტუმრებს დააგემოვნებინებენ. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ღვინისა და ვაზის კულტურის ისტორიასა და ტრადიციებთან დაკავშირებული ვიზუალური მასალა, სხვადასხვა თემატური ფოტოსტენდი, შემეცნებითი ლექცია და სამეცნიერო დოკუმენტურის ფილმის „საქართველოს ღვინის აკვანი“ ჩვენება.

ბავშვებისთვის დაგეგმილია გასართობი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც გაიმართება მხიარული სტარტები, სპორტული და მუსიკალური შეჯიბრებები.

მთელი დღის მანძილზე დაგეგმილია კონცერტები, რომლებშიც მონაწილეობას ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად, თელავთან დამეგობრებული სხვადასხვა ქალაქის ფოლკლორული ანსამბლები მიიღებენ.

ღონისძიება საღამოს გალა-კონცერტითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება. გალა-კონცერტში მონაწილეობენ მომღერალი ნინი ქარსელაძე და ანსამბლები „ქართული ხმები“, „ქუჩის ბიჭები“, „ფრანი“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]