weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თბილისში 1709 სამალავიდან ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს

17:28 პარასკევი, 25 მაისი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული ს.ზ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული ნარკოტიკულ საშუალებებს ინტერნეტისა და მობილური აპლიკაციების საშუალებით ასაღებდა.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისის ზღვის მიმდებარე პარკში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ნარკოტიკულ საშუალებას სამალავებში ათავსებდა. ს.ზ.-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა 18 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰაშიში“.

პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ, პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან 119 შეკვრა „ჰაშიში“, ხოლო დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას - 61 შეკვრად დაფასოებული იგივე ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. ამოღებულ ნარკოტიკებზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ დაკავებული რუსეთის მოქალაქე მიმდინარე წლის ბოლო სამი თვის განმავლობაში, არაერთხელ, საქართველოში 5-5 დღით, ვითომდა ტურისტული ვიზიტით ჩამოდიოდა. ს.ზ. ნარკოტიკულ საშუალებებს თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიაზე, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, კონკრეტულ ადგილებზე ტოვებდა, სურათებს უღებდა და შესაბამისი ნუმერაციით აღრიცხავდა. იგი სამალავების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას შემკვეთებს აწვდიდა.

გამოძიების ფარგლებში, დაკავებულის კუთვნილი მობილური ტელეფონისა და კომპიუტერის დათვალიერებისას აღმოჩენილ იქნა მის მიერ თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიაზე არსებულ სამალავებში რეალიზაციის მიზნით ჩადებული ნარკოტიკული საშუალებების ფოტოები და სხვა სახის ელექტრონული მტკიცებულებები.

საგამოძიებო ექსპერიმენტისა და ს.ზ.-ს ჩვენების საფუძველზე, სამართალდამცველებისთვის ცნობილი გახდა, რომ ბრალდებულმა საქართველოში ვიზიტების პერიოდში ნარკოტიკული საშუალება 1709 ადგილზე მოათავსა, მათ შორის, თბილისის ზღვის პარკში - 119 ადგილას, ვაკის პარკსა და თბილისის სხვადასხვა უბნებში“, - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]