weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს ზეიმობს

10:08 შაბათი, 26 მაისი 2018
ფოტოზე ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი და გიორგი კვირიკაშვილი ფოტოზე ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი და გიორგი კვირიკაშვილი ფოტო © მთავრობის ადმინისტრაცია

100 წელი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან - ეროვნული დღესასწაული როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მასშტაბურად და განსაკუთრებულად აღინიშნება.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პოლონეთის, ლიტვის, ლატვიის, სლოვაკეთის, ფინეთის და სომხეთის პრეზიდენტები სტუმრობენ. ასევე, ესტონეთის, მოლდოვას, უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეები, საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი, ბელარუსისა და რუმინეთის ვიცე-პრემიერები, ჩეხეთის სენატის ვიცე-პრეზიდენტი და სხვები.

სპეციალურად ამ დღისთვის, საქართველოს ისტორიული დიასპორის წარმომადგენლები ეწვევიან. მათ შორის: ნოე ჟორდანიას, აკაკი ჩხენკელის, ნოე რამიშვილის, ნოე ხომერიკის, გენერალ გიორგი კვინიტაძის, მამია ბერიშვილის შთამომავლები. ასევე, ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები.

მათი ინიციატივით საქართველოს ეროვნულ მუზეუმს საჩუქრად გადაეცემა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ჩოხა.

ასევე, 26 მაისს, რუსთაველის თეატრის ფოიეში, საზოგადოებას პირველად წარედგინება გენერალ გიორგი კვინიტაძის აღდგენილი შესამოსელი, მისი ხელნაწერები და ხმოვანი ჩანაწერები.

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით, საგანგებოდ ამ დღისთვის საქართველოში ჩამოვიდა ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი.

მთელი დღის განმავლობაში როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში გასართობი, კულტურულ-შემეცნებითი და სხვადასხვა სახის აქტივობებია დაგეგმილი. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო სივრცეები. რეგიონებში სამხედრო ტექნიკა გამოიფინება.

რუსთაველის გამზირზე განთავსდება სოლიდარობის ფონდის კუთხე, სადაც გაყიდული პროდუქციიდან მიღებული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება.

წელს, ერთდროულად გაიმართება წვევამდელების ფიცის დადების საზეიმო ცერემონია 6 ადგილას - თბილისში, შინდისში, ვარძიაში, კოჯორში-ქოროღლის ციხესთან, ბათუმსა და გელათში.

ფიცის დადების ცერემონიალზე, ერთი საჯარისო ნაწილი, მკვლევარების დახმარებით აღდგენილი, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის რიგითი ჯარისკაცების ფორმებით იქნება წარმოდგენილი. ჯარისკაცები, ასევე აღჭურვილნი იქნებიან იმ დროისთვის შესაფერისი იარაღით.

ფიცის დადების ცერემონიალს ლიტვიდან მოწვეული ორკესტრი გააფორმებს. საქართველოს ჰიმნს საოპერო მომღერალი ნინო მაჩაიძე ოპერის გუნდთან ერთად შეასრულებს. ახალი ინტერპრეტაციით გაცოცხლდება ასევე პირველი რესპუბლიკის ჰიმნი „დიდება“. ცერემონიალს გამყოფ ხაზებთან მდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვები დაესწრებიან.

26 მაისს, განსაკუთრებულად საზეიმოდ აღინიშნება 17:10 საათი, ზუსტად ის დრო, როდესაც 1918 წელს, ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. თბილისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში 100 წლის წინანდელი მოვლენის თეატრალიზებული ინსცენირება მოეწყობა. დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების ღონისძიებას მაღალი რანგის სტუმრები და ისტორიული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

მასშტაბური საიუბილეო ღონისძიებები რეგიონებში კონცერტებით დასრულდება. თბილისში კი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მაღალი რანგის სტუმრებისათვის და ისტორიული დიასპორის წარმომადგენლებისთვის საზეიმო კონცერტი გაიმართება.

21:00 საათზე, ,,ვარდების მოედანზე“ გაიმართება გალა კონცერტი ,,დიდებიდან თავისუფლებამდე“. სპეციალურად კონცერტისათვის ხუთმა ქართველმა კომპოზიტორმა განსხვავებული ჟანრის ნამუშევრები შექმნეს. დასწრება გალა-კონცერტზე ყველა მსურველს შეეძლება.

ღონისძიებები საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]