weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით რეგიონებში დაგეგმილი აქტივობები

10:37 შაბათი, 26 მაისი 2018
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით რეგიონებში დაგეგმილი აქტივობები ფოტო © თავდაცვის სამინისტრო

პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავთან დაკავშირებით მთელი დღის განმავლობაში ღონისძიებები გაიმართება საქართველოს რეგიონებში, ამბროლაურში, ახალციხეში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ფოთში, თელავსა და სხვა ქალაქებში. 17:10 საათზე კი, ზუსტად იმ დროს, როდესაც 100 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რეგიონებში საზეიმო კონცერტები დაიწყება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ღონისძიებებს ამბროლაურში გამართავს - მოეწყობა ისტორიულ-შემეცნებითი საგამოფენო სივრცეები: პირველი რესპუბლიკა, თსუ 100; გაიმართება შემეცნებითი ლექციები; ვიქტორინები, კონკურსები, ქიმიური და ბიოლოგიური ცდები (თსუ და ილიაუნის Fab Lab, Game Lab ); საბავშვო აქტივობები: ნიღბების თეატრი, ილუზიონისტის შოუ, ანიმატორების შოუ; ღია კინო-თეატრი - მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების ჩვენება. ღონისძიებაში მონაწილეობს ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტი. 17:10 საათზე მოეწყობა საავიაციო უნივერსიტეტის შოუ და ფერადი ფანტელი. სარამოს გაიმართება დასკვნითი საზეიმო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობენ სტუდენტური გუნდები და მომღერლები.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ღონისძიებებს ახალციხეში, რაბათის ციხეზე გამართავს. მოეწყობა ისტორიულ-შემეცნებითი საგამოფენო სივრცეები, ინტერაქტიული თამაშები; საბავშვო გასართობის სივრცეები; ისტორიული ფოტო-გამოფენის სივრცე; მოსასვენებელი სივრცეები; ღია კინო-თეატრი; ძველი ქართული ბაზარი; დღის სცენა: სპექტაკლები, საკონცერტო ნომრები; 17:10 საათზე ფლეშ-მობი; საღამოს დასკვნითი საზეიმო კონცერტი და ფოიერვერკი.

ეკონომიკასა და ენერგეტიკის სამინისტრო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავს გორში აღნიშნავს: მოეწყობა მიტროფანე ლაღიძის ისტორიული სივრცე; შემეცნებითი და საბავშვო გასართობი სივრცეები; ელექტრონული მუსიკის სივრცე; 17:10 საათზე საზეიმო აღნიშვნა და დასკვნითი საზეიმო კონცერტი გაიმართება.

ტურიზმის ადმინისტრაცია დამოუკიდებლობის დღეს ქუთაისში აღნიშნავს: დაგეგმილია ცისფერყანწელების ეპოქის გაცოცხლება; მთელი დღის განმავლობაში გაიმართება მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები; მოეწყობა ქუჩის ღია თემატური კაფეები; ღია კინოთეატრი; საგამოფენო ისტორიული სივრცეები; საბავშვო სივრცეები და თოჯინების თეატრი; ქალაქური სიმღერები სივრცე; კლასიკური მუსიკის სივრცე; 17:10 საათზე საზეიმო აღნიშვნა და დასკვნითი საზეიმო კონცერტი დაიწყება;

შინაგან საქმეთა სამინისტრო ღონისძიებებს ზუგდიდში გამართავს. მოეწყობა ისტორიულ-შემეცნებითი გამოფენა - 1918-1921 წლების; ისტორიული სამუზეუმო სივრცე; ისტორიული სტამბა - ძველი გაზეთებისა და ცნობების სივრცე; მოსასვენებელი სივრცე და ღია კინოთეატრი; რეტრო და თანამედროვე მანქანების გამოფენა; ღია კაფე - გაცოცხლდება მსახიობების დახმარებით 1918 წელი; რეტრო ფოტო-ზონები; საბავშვო გასართობ-შემეცნებითი სივრცეები. 17:10 საათზე ორკესტრის მიერ შესრულდება საქართველოს ჰიმნი, ვერტმფრენის გადაფრენა და ფერადი ფანტელები, რის შემდეგაც დასკვნითი საზეიმო კონცერტი დაიწყება.

ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო დამოუკიდებლობის დღეს ოზურგეთში აღნიშნავს. მოეწყობა ისტორიულ-შემეცნებითი სივრცეები; საბავშვო-გასართობი სივრცეები; მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები; ღია კინო-თეატრი; საკონცერტო ნომრები მთელი დღის განმავლობაში; ანიმატორები; 17:10 საათზე დაგეგმილია საზეიმო აღნიშვნა და დასკვნითი საზეიმო კონცერტი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ღონისძიებებს ფოთში გამართავს: აქაც მოეწყობა ისტორიულ-შემეცნებითი სივრცეები; საბავშვო-გასართობი სივრცეები; VR სათვალეებით დაცული ტერიტორიების დათვალიერება; ისტორიული გმირების მსვლელობა; ღია კინოთეატრი; საკონცერტო ნომრები მთელი დღის განმავლობაში; პროფესიული კოლეჯების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა; 17:10 საათზე დაგეგმილია საზეიმო აღნიშვნა და დასკვნითი კონცერტი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გამართავს ღონისძიებებს თელავშიც. გაიმართება ღვინის ფესტივალი; მოეწყობა ღვინის მუზეუმი - ღვინის ძველი ეტიკეტების და ბოთლები ექსპოზიცია; შემეცნებით-ისტორიული სივრცეები; საბავშვო გასართობი სივრცეები; ღია კინო-თეატრი; საკონცერტო ნომრები მთელი დღის განმავლობაში; 17:10 - დაიწყება საზეიმო აღნიშვნა და დასკვნითი საზეიმო კონცერტი, რომელსაც ფოიერვერკი დაასრულებს.

თავდაცვის სამინისტრო ფიცის დადების საზეიმო ცერემონიას გამართავს და სამხედრო ტექნიკას გამოფენს შემდეგ ქალაქებში: თელავი, რუსთავი, მარნეული, მცხეთა, გორი, ახალციხე, ქუთაისი, ოზურგეთი, ფოთი, ბათუმი,

კულტურისა და სპორტის სამინისტრო საღამოს დასკვნითი კონცერტების ორგანიზებას ახდენს თელავში, ფოთში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ქუთაისში, გორში, ახალციხეში, ბათუმში, სენაკში, ამბროლაურსა და საჩხერეში.

100 წელი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან - ეროვნული დღესასწაული როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მასშტაბურად და განსაკუთრებულად აღინიშნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]