weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

პეტიცია, რომლითაც 111 წლის წინ ქართველები დამოუკიდებლობას ითხოვდნენ

11:24 შაბათი, 26 მაისი 2018
ფოტოზე ვარლამ ჩერქეზიშვილი ფოტოზე ვარლამ ჩერქეზიშვილი

ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული პეტიციის შესახებ, რომლითაც 1907 წელს საქართველოს ხალხი რუსეთისგან დამოუკიდებლობას ითხოვდა და საქართველოს ანექსიას აპროტესტებდა, BBC წერს.

ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლიანის ბიბლიოთეკაში აღმოაჩინეს 111 წლის პეტიცია, რომელიც ქართველი ხალხისთვის ავტონომიასა და უფლებებს ითხოვს. ქართველი ხალხის პეტიცია ბოდლიანის ბიბლიოთეკაში 1920 წლიდან ინახება, თუმცა მისი მნიშვნელობა მხოლოდ ახლახანს გახდა ცნობილი.

მიმართვას, რომლის ადრესატებიც დასავლეთის სახელმწიფოები იყვნენ, ხელს აწერდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონების წარმომადგენლები, ქალები, კაცები, ვაჭარ-მრეწველები, მუშები, თავადაზნაურობა, გლეხები, სასულიერო პირები, მასწავლებლები. ხალხი აპროტესტებდა რუსეთის მიერ, 1783 წელს დადებული გიორგიევსკის ტრაქტატის დარღვევით, საქართველოს ანექსიას. ხელმომწერნი დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდებდნენ შეეჩერებინათ დასავლეთ საქართველოში (გურიის ტერიტორიაზე) რუსეთის მიერ წარმართული ხოცვა-ჟლეტვა, ნგრევა და მოითხოვდნენ ტრაქტატის პირობების შესრულებით საქართველოსთვის პოლიტიკური ავტონომიის მინიჭებას. დოკუმენტს 3 000-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.

BBC-ის ინფორმაციით, ბოდლიანის ბიბლიოთეკაში ამბობენ, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს მოსახლეობამ საკუთარი უფლებები ამ გზით მოითხოვა. დოკუმენტი 1907 წელს ჰააგის საერთაშორისო კონფერენციას წარუდგინეს, თუმცა ამას ქვეყანა დამოუკიდებლობამდე არ მიუყვანია და ის მხოლოდ 1918 წელს წელს მოიპოვეს.

პეტიციის ინიციატორი ქართველი ნაციონალისტი ვარლამ ჩერქეზიშვილი იყო, რომელმაც 1870-იან წლებში ციმბირს თავი დააღწია და ლონდონში დასახლდა, სადაც და-ძმას - სერ ოლივერსა და მარჯორი უორდროპებს დაუმეგობრდა. და-ძმა გატაცებული იყო ქართული კულტურით და მოგვიანებით, სწორედ სერ ოლივერმა გადასცა პეტიცია ბოდლიანის ბიბლიოთეკას როგორც უორდროპის კოლექციის ნაწილი.

პეტიცია ბიბლიოთეკის კატალოგში 1970-იან წლებში შეიტანეს, თუმცა მის მნიშვნელობას ნათელი მოჰფინეს მხოლოდ რამდენიმე კვირის წინ ქართველმა აკადემიკოსებმა ბექა კობახიძემ და ნიკოლოზ ალექსიძემ, ასევე ბოდლიანის ბიბლიოთეკიდან ჯილიან ევისონმა.

ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლიანის ბიბლიოთეკამ პეტიციის ელექტრონული ვერსია შექმნა და ახლა ის მეცნიერებისა და საზოგადოების წევრებისთვის ინტერნეტშია ხელმისაწვდომი.

დოქტორი ბექა კობახიძე ამბობს, რომ მისთვის პატივი იყო წვლილის შეტანა საქმეში, რის შედეგადაც დავიწყებული სახელები 111 წლის შემდეგ გასაჯაროვდა. მისივე თქმით, ქართველებს დააინტერესებთ იმის ნახვა, იყვნენ თუ არა პეტიციის ხელმომწერთა შორის მათი წინაპრები და ნათესავები.

ბიბლიოთეკარმა რიჩარდ ოვენდენმა აღნიშნა, რომ ამ აღმოჩენამ აჩვენა თუ რა მნიშვნელოვანი როლი შეუძლიათ ბიბლიოთეკებს შეასრულონ ინფორმაციის დაცვისა და  გავრცელების საქმეში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]