მკვლელობაში ბრალდებული მისივე თანასოფლელი 44 წლის ბ. გ-შვილია, რომელიც პოლიციამ უკვე დააკავა.
„სავარაუდოდ მკვლელობა შურისძიების ნიადაგზე მოხდა. წლების წინ, ა. პ-შვილმა ბ.გ-შვილის ძმა მოკლა, რის შემდეგაც მან სასჯელი მოიხადა, მაგრამ როგორც ჩანს, მოკლულის ძმამ არ აპატია და დღეს, საღამოს მოუკლავს“, - უთხრა „რეგინფოს“ სოფელში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა.
საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.