weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მალხაზ მაჩალიკაშვილი ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის აქციას უერთდება

18:07 კვირა, 27 მაისი 2018

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის აქციას მალხაზ მაჩალიკაშვილიც უერთდება. აქცია პარლამენტის შენობის წინ 19:00 საათზე დაიწყება.

„ამ ადამიანს, რამდენადაც მე ვიცი, უსამართლოდ ექცევიან, ჩემნაირად გამწარებულია. მინდა, რომ გვერდში ამოვუდგე და შევუერთდეთ ხეობიდან ხალხი“, - ამბობს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი.

ზაზა სარალიძის თქმით, აქციის მთავარი მოთხოვნა მოზარდების მკვლელობის ობიექტურად გამოძიებაა. მისი განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში კიდევ რამდენიმე პირი მონაწილეობდა, რომლებიც სამართალდამცავებს არ დაუკავებიათ. ზაზა სარალიძე მოწმეებზე ზეწოლაზეც საუბრობს.

ხორავას ქუჩაზე 51-ე სკოლის ორი მოსწავლე 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. სამართალდამცავებმა მკვლელობის ბრალდებით ერთი მოზარდი 2 დეკემბერს დააკავეს, მეორე ბრალდებული კი პოლიციას 4 დეკემბერს ჩაბარდა. მათ წინასაწრი პატიმრობა აქვთ შეფარდებული. პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში სულ 5 პირია მიცმული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]