სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების თქმით, გადაყვანის დროს ქალი კონტაქტური იყო.
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 და 108-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დაჭრილის ოჯახის წევრების თქმით, ქალს სავარაუდოდ ძარცვის მიზნით დაესხნენ თავს.