ენისელში ხანძარი დღეს დილით, დაახლოებით 10:00 საათზე, ერთ-ერთ სახლში გაჩნდა და დანარჩენ ორზე გავრცელდა. დაიწვა საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკაც. სავარაუდოდ, ცეცხლი გაუმართავი ელექტროსადენებიდან გაჩნდა.
ხანძარი იყო ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენშიც, სადაც ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. როგორც დაზარალებულმა ქალმა მეხანძრეებს უთხრა, მეორე სართულზე სანთელი დარჩა ანთებული, საიდანაც, სავარაუდოდ, ცეცხლი გავრცელდა.
ყვარელსა და ახმეტაში ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორივე შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.