weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ზუგდიდში 240 ლარი ვალის გამო ოჯახს მცირეწლოვანი გოგონა წაართვეს

01:34 სამშაბათი, 29 მაისი 2018

ზუგდიდში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დააკავეს. პოლიცია მათ მოვალის არასრულწლოვანი შვილის მძევლად აყვანას ედავება. რადიო „ათინათთან“ საუბარში ბავშვის დედა ამბობს, რომ ბრალდებულები მის სახლში დილით ადრე მივიდნენ, მძინარე ბავშვი გააღვიძეს, მამამთილს კი დაუბარეს, რომ ბავშვს მანამდე არ ანახებდნენ, ვიდრე ვალს არ გადაიხდიდნენ.

„ჩემი შვილი ამბობს, რომ სახლში, მეორე სართულზე ჰყავდათ და ეუბნებოდნენ, დედაშენი სანამ ვალს არ მოიტანს, აქ იქნებიო. მე მაქვს მაგათი ვალი, მაღაზიიდან პროდუქტი გამქონდა, ვერ გადავიხადე 240 ლარი და სესხი გამოვიტანე. თვითონ დამიდგა თავდებად. ვალთან დაკავშირებით სულ მირეკავდნენ, მაგრამ ბავშვის გატაცებით არასოდეს დამმუქრებიან. მე არ მიჩივლია მაგათთვის და არც ვაპირებ“, - უთხრა ჟურნალისტებს ბავშვის დედამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე. ორი ადამიანი მოსამართლის განჩინების საფუძველზეა დაკავებული. დანაშაული ისჯება 9-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]