weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პატრიარქის დაცვის უფროსი სამსახურიდან გაათავისუფლეს

00:06 ოთხშაბათი, 31 მაისი 2017

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ზურაბ ბუჩუკური თანამდებობიდან გაათავისუფლეს. „რუსთავი 2“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ბუჩუკური სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ დაიბარა და უთხრა, რომ თანამდებობა უნდა დაეტოვებინა, რადგან საპატრიარქოში სიტუაციის ესკალაცია ხდებოდა.

30 მაისს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ბუჩუკური მუშაობას აღარც საპატრიარქოში გააგრძელებს, თუმცა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის რიგებში დარჩება.

რა გახდა ზურაბ ბუჩუკურის თანამდებობიდან გათავისუფლების რეალური მიზეზი, უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, ის ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრე ცაავას სულიერი შვილია, რაც შესაძლოა მისი გათავისუფლების მიზეზი გამხდარიყო. საპატრიარქოს იურისტმა, ედიშერ ქარჩავამ ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე და მისი თანამზრახველები პატრიარქის „მოკვდინების“ მცდელობაში დაადანაშაულა.

ბოლო ოთხ თვეში ზურაბ ბუჩუკური პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის მეორე ხელმძღვანელია, რომელიც თანამდებობიდან წავიდა. პირველი სოსო ოხანაშვილი იყო. მან თანამდებობა თებერვალში დატოვა. ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის განცხადებით, ოხანაშვილის გადადგომის მიზეზი ის იყო, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოძიების პროცესს ხელი არ შეშლოდა.

არსებული ინფორმაციით, კათალიკოს-პატრიარქის დაცვის სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ჯერ შერჩეული არ არის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]