weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მარტვილის სოფელ სალხინოში ცაავების ოჯახი დააყაჩაღეს

12:48 სამშაბათი, 29 მაისი 2018

გვიან ღამით, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში ცაავების ოჯახი დააყაჩაღეს. ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული სამი ნიღბიანი პირი ოჯახს თავს ღამის სამ საათზე დაესხა.

„როცა შემოვიდნენ, ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევა ვცადე, მაგრამ მითხრეს, გესვრითო. ფულს ითხოვდნენ. 600 ლარი მქონდა სახლში, ვუთხარი სადაც იდო. ერთი რომ გავიდა, ორნი ჩემთან დარჩნენ. წინააღმდეგობა გავუწიე და მცემეს, დაზიანებებიც მომაყენეს. მეზობლის სახლში შუქი რომ აინთო, მაშინ წავიდნენ“, - ყვება დაზარალებული გელა ცაავა.

სოფელში მერის წარმომადგენლის, გია ჯიჯელავას ინფორმაციით, ბოროტმოქმედები ძვირფასეულობასაც ითხოვდნენ, თუმცა მხოლოდ ოქროს ორი ბეჭდის და მობილური ტელეფონის წაღება შეძლეს.

ყაჩაღობის დროს სახლში 96 წლის მოხუცი და ბავშვებიც იმყოფებოდნენ.

როგორც მერის წარმომადგენელმა განაცხადა, ყაჩაღობის შემთხვევა ბოლო წლების განმავლობაში სოფელ სალხინოში პირველად მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]