weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

00:08 ოთხშაბათი, 31 მაისი 2017

20 ივნისიდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები იწყება. ცესკო-ს ინფორმაციით, სერტიფიცირების მიზანია საქართველოს მოქალაქის საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნისა და ზოგადი უნარების დადგენა, შემდგომში საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალკვალიფიციური მოხელეების შერჩევის მიზნით. 

სასერტიფიკაციო გამოცდებს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი ჩაატარებს. გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია 30 მაისს დაიწყო და ხორციელდება 12 ივნისის ჩათვლით, 24:00 საათამდე, ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: http://registration.cec.gov.ge/  

ელექტრონული ფორმით რეგისტრაციისთვის უნდა შეივსოს ელექტრონული განაცხადის გრაფები - პირადი ნომერი (საქარველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიხედვით) და გვარი. ამის შემდეგ  ავტომატურად ივსება ელექტრონული განაცხადის შემდეგი ველები - სახელი, დაბადების თარიღი, სქესი და მისამართი. სასურველია მოხდეს საკონტაქტო ინფორმაციის ველის შევსებაც - ტელეფონი და ელ-ფოსტა.

გამოცდის ჩაბარების მსურველს რეგისტრაციისას ეძლევა შესაძლებლობა თავისი შეხედულებისამებრ შეარჩიოს გამოცდაზე გამოცხადების თარიღი და დრო.

შევსებული ელექტრონული განაცხადის გაგზავნისთანავე გამოცდის ჩაბარების მსურველი ავტომატურ რეჟიმში ელექტრონულად იღებს შეტყობინებას რეგისტრაციის დადასტურების შესახებ (გამოცდაზე გამოცხადების თარიღის, დროისა და ადგილის მითითებით).

სასერტიფიკაციო გამოცდები ჩატარდება მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ. (ცესოს შენობა).

გამოცდის ჩაბარების მსურველებს რეგისტრაციის მიზნით აგრეთვე  შეუძლიათ მიმართონ სწავლების ცენტრის სასერტიფიკაციო გამოცდის სამდივნოს, 2017 წლის 30 მაისიდან 12 ივნისის ჩათვლით, მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ. (10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათ - კვირისა და უქმე დღეების გარდა). სამდივნოს უნდა წარედგინოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]