weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სურამში ბიზნესმენი მამია ბითაძე მოკლეს

17:38 სამშაბათი, 29 მაისი 2018
კადრი რუსთავი 2-ის ვიდეომასალიდან კადრი რუსთავი 2-ის ვიდეომასალიდან

ხაშურის მუნიციპალიტეტში, დაბა სურამში საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ბიზნესმენი მამია ბითაძე მოკლეს. მკვლელობა დღეს, დილით მოხდა. 59 წლის მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა სანადირო თოფიდან გასროლით აქვს მიყენებული.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, მკვლელობა სავარაუდოდ მოკლულის მეზობელმა ჩაიდინა. მკვლელობის ზუსტი მოტივი ამ დრომდე უცნობია. ადგილობრივები ამბობენ, რომ ერთი დღით ადრე მეზობლებს კონფლიქტი ჰქონდათ.

ბოლო პერიოდში მამია ბითაძეს სურამის მცხოვრებლები იმის გამო დაუპირისპირდნენ, რომ ის სურამში, ბაიანთხევში მდებარე ტყე-პარკში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს აშენებას აპირებდა. უცნობია, უკავშირდება თუ არა მკვლელობა ამ ფაქტს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა მათთვის ცნობილია და დასაკავებლად ღონისძიებები მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]