weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აჭარაში დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული ლიმონათი ამოიღეს

11:47 ოთხშაბათი, 30 მაისი 2018

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა აჭარაში სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებისა და ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინეს. ერთ-ერთი ინდივიდუალური მეწარმე, კუსტარულად მოწყობილ საამქროში ლიმონათს აწარმოებდა, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგოდ იყენებდა სხვა იურიდიული პირის სასაქონლო ნიშანს.

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღნიშნული პროდუქციის ეტიკეტზე არსებული მახასიათებლები არ შეესაბამება შიგთავსს - შეცვლილია თვისობრიობა. შესაბამისად, პროდუქცია ფალსიფიცირებულია. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული ლიმონათი და ტარა“, – განაცხადეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე და 197-ე მუხლების პირველი ნაწილებით. დანაშაული სასჯელის სახით 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]