weather cur horoscope tv
ოქტომბერი 17, 2019

ინსტიტუციებს შორის მაღალი რეიტინგი ეკლესიას, ჯარსა და მედიას აქვს – IRI

12:54 ოთხშაბათი, 30 მაისი 2018 hits 891

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 84 % საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობას დადებითად აფასებს, ხოლო 8 % უარყოფითად.

ინსტიტუციების რეიტინგში მეორე ადგილზეა ქართული ჯარი, რომელსაც დადებით შეფასებას გამოკითხულთა 83 % აძლევს, უარყოფითად კი 10 % აფასებს; მესამეზე ადგილზეა ქართული მედია, რომელიც 68 %-ს მოსწონს, 27 %-ს კი – არა.  

50 %-იანი დადებითი შეფასებით მეოთხე ადგილზეა პოლიცია, მეხუთეზე კი, 49 %-ით საჯარო განათლების სისტემა. ამასთან, პოლიციის საქმიანობას უარყოფითად გამოკითხულთა 43 % აფასებს, ხოლო განათლების სისტემის – 42 %.

კვლევა ჩაატარა ბალტიის კვლევების/გელაპის ორგანიზაციამ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დავალებით. მონაცემთა შეგროვება მოხდა 2018 წლის 10-22 აპრილის შუალედში და გამოიკითხა საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს 1 500 მოქალაქე. რესპონდენტთა​ გამოპასუხების პროცენტია 71, ხოლო ცდომილების ზღვარია +/- 2.5 პროცენტი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]