ინსტიტუციების რეიტინგში მეორე ადგილზეა ქართული ჯარი, რომელსაც დადებით შეფასებას გამოკითხულთა 83 % აძლევს, უარყოფითად კი 10 % აფასებს; მესამეზე ადგილზეა ქართული მედია, რომელიც 68 %-ს მოსწონს, 27 %-ს კი – არა.
50 %-იანი დადებითი შეფასებით მეოთხე ადგილზეა პოლიცია, მეხუთეზე კი, 49 %-ით საჯარო განათლების სისტემა. ამასთან, პოლიციის საქმიანობას უარყოფითად გამოკითხულთა 43 % აფასებს, ხოლო განათლების სისტემის – 42 %.
კვლევა ჩაატარა ბალტიის კვლევების/გელაპის ორგანიზაციამ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დავალებით. მონაცემთა შეგროვება მოხდა 2018 წლის 10-22 აპრილის შუალედში და გამოიკითხა საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს 1 500 მოქალაქე. რესპონდენტთა გამოპასუხების პროცენტია 71, ხოლო ცდომილების ზღვარია +/- 2.5 პროცენტი.