weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ზუგდიდის სკოლა 150 წლის იუბილეს მიხეილ ხუბუტიას დაფინანსებით აღნიშნავს

13:26 ოთხშაბათი, 30 მაისი 2018

აკაკი წერეთლის სახელობის ზუგდიდის N1 საჯარო სკოლა დღეს 150 წლის იუბილეს, რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტის და ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული მიხეილ ხუბუტიას ფინანსური მხარდაჭერით აღნიშნავს.

სკოლის დირექტორის ნინო გოგინავას განცხადებით, ხუბუტია ღონისძიებას თავად დაესწრება და მოსწავლეებს ძვირადღირებულ საჩუქრებსაც გადასცემს. მისივე დაფინანსებით, საღამოს კონცერტი გაიმართება, სადაც ლელა წურწუმია და სხვა მომღერლები იმღერებენ.

„მე მაქვს საათნახევრიანი ჩემი პროგრამა, რის შემდეგაც, მეორე ნაწილი უკვე კონცერტს დაეთმობა. მისი ორგანიზატორია მიხეილ ხუბუტია. მან სკოლას ასეთი საჩუქარი გაუკეთა. ის გუშინაც იმყოფებოდა სკოლაში. დღეს მონაწილეობას მიიღებს მოსწავლეების დაჯილდოვებაში, აქვს ძვირადღირებული საჩუქრები მოსწავლეებისთვის და ჩამოსულია ბავშვების გასახარად“, - ციტირებს „ლაივპრესი“ სკოლის დირექტორის კომენტარს.

„რეგინფო“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლები სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

Livepress.ge

სამეგრელოს რეგიონის ახალი ამბების პორტალი. ინტერნეტგამოცემა livepress.ge მკითხველს აფხაზეთის ამბებსაც აცნობს. სააგენტო ინფორმაციას ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე ავრცელებს. გამოცემას ააიპ „მედია ფონდი“ ამუშავებს.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]