„მოკლული არიან მეზობლები, ბავშვობის მეგობრები და ხელოსანი, 33-35 წლის ახალგარდები. ის ბიჭი, ვის სახლშიც მკვლელობა მოხდა, ფოთში დაცვის პოლიციაში მუშაობს. მისი იარაღი ნახეს მაგიდაზე. რა მოხდა უცნობია. მათთან ერთად კიდევ ერთი მეზობელი იყო, რომელიც ნაყინზე მაღაზიაში გაგზავნეს და რომ დაბრუნდა, სამივე გარდაცვლილი დახვდა“, - ამბობს მარინე ლაგვილავა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ამ დროისთვის არ აქვთ ინფორმაცია, არის თუ არა ერთ-ერთი მოკლული დაცვის პოლიციის თანამშრომელი.