weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები თვეში 180 ლარიან დახმარებას მიიღებენ

15:31 ოთხშაბათი, 30 მაისი 2018
ფოტო © Facebook / Sozar Subari ფოტო © Facebook / Sozar Subari

მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ვეტერანებს 2018 წლის 1-ლი ივნისიდან, პენსიასთან ერთად, ყოველთვიური სოციალური დახმარების სახით 180 ლარი მიეცემათ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 მაისის დადგენილების თანახმად, ომის ვეტერანებზე დახმარებებს სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები გასცემენ, თანხა კი ჩაირიცხება იმავე საბანკო დაწესებულებაში გასხნილ პირად ანგარიშზე, სადაც პენსიის აღება ხდება. 

სოციალური დახმარების დანიშვნა და გაცემა განხორციელდება ავტომატურ რეჟიმში, რის გამოც ვეტერანებს სააგენტოსთვის განცხადებით მიმართვა არ დასჭირდებათ. 

ამასთან, დახმარების მიღება გავლენას არ იქონიებს სოციალურად დაუცველი პირების (ოჯახების) სტატუსზე და მათი ეკონომიკური მდგომარეობის ხელახლა გადასინჯვის საფუძველი არ იქნება.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, საქართველოში მეორე მსოფლიოს ომის 668 ვეტერანი ცხოვრობს. მათი პენსია 180 ლარია, ამასთან კომპენსაციის სახით ყოველთვიურად 44 ლარი ემატებათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]