weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

შსს ხობში მომხდარ მკვლელობაზე განცხადებას ავრცელებს

15:45 ოთხშაბათი, 30 მაისი 2018
ფოტოზე შსს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ფოტოზე შსს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა, 30 მაისს, ხობის რაიონის სოფელ პირველ მაისში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ხობის რაიონის სოფელ პირველ მაისში 1980 წელს დაბადებული გ.ფ., მისი მეზობელი - 1980 წელს დაბადებული დ.ბ. და ხელოსნად მომუშავე -1962 წელს დაბადებული ე.კ. გ.ფ.-ს საცხოვრებელ სახლში სადილობდნენ. მაღაზიიდან დაბრუნებულ გ.ფ.-ს დედას სამივე პირი გარდაცვლილი დახვდა. მათ, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან მაკაროვის სისტემის პისტოლეტი ამოიღო, რომელიც გ.ფ.-ს სახელზეა რეგისტრირებული.

აღსანიშნავია, რომ გ.ფ. ყოფილი პოლიციელია (იგი შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2013 წელს დაითხოვეს) და ამჟამად ერთ-ერთი კომპანიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად მუშაობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]