ტოქსიკოლოგი თემურაზ კობიძე განმარტავს, რომ ბიფენტრინის შემცველი პრეპარატები სინთეზური პირეტროიდების ჯგუფს განეკუთვნება. ის მწერებსა და ფეხსახსრიანებში ნერვ-კუნთოვანი სისტემის მოშლას იწვევს, რაც საბოლოოდ მავნებელს კლავს. იმისთვის, რომ მან ადამიანის ჯანმრთელობასაც არ ავნოს, შეწამვლისას საჭიროა რესპირატორის, ხელთათმანის, დამცავი ტანსაცმლის და სათვალის გამოყენება.
„შეწამვლის შემდეგ აუცილებელია ხელების დაბანა. ჯობია ის ტანსაცმელი გამოვიცვალოთ, რომელიც შეწამვლის დროს გვეცვა. მოწამვლის სიმპტომების გამოვლენისას ადამიანი რაც შეიძლება სწრაფად უნდა მივიდეს საავადმყოფოში. თუ საწამლავი ხელზეა დასხმული, არ უნდა დააცადონ შეწოვა - ჯერ მშრალი ტილოთი უნდა მოაშორონ სითხე, შემდეგ კი 10 წუთის განმავლობაში საჭიროა წყლის ნაკადით რეცხვა, გამშრალება და საავადმყოფოში მისვლა“, - ამბობს ტოქსიკოლოგი თეიმურაზ კობიძე.
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ქიმიური წამლობა სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის რეგიონებში აქტიურად მიმდინარეობს.
მედიაპროდუქტი მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.