weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

ნიკა გვარამია - რა საგამოძიებო კომისია, ბესელია „მამაშამ“ უნდა გამოიძიოს ეს საქმე?

16:00 ხუთშაბათი, 31 მაისი 2018
არქივის ფოტო არქივის ფოტო

„ამ ხალხთან დახურულ კარს მიღმა საუბარი არ შეიძლება. საქართველოს ოპოზიციას მოვუწოდებ, მოდით და დადექით აქ. პარლამენტის კედლებში საგამოძიებო კომისიები არის დროის გაწელვა, შეგიყვანენ უდებურებაში, არაფრით არ დამთავრდება და გაპაზორდებით თქვენც. ვინ უნდა გამოიძიოს ეს საქმე? ბესელია „მამაშამ“ და ფაშისტმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ?“, - განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორმა ნიკა გვარამიამ მთავარი პროკურატურის შენობასთან მიმდინარე აქციაზე, სადაც მან ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას ზაზა სარალიძეს სოლიდარობა გამოუცხადა.

„საქართველოში არის შეთქმულება ივანიშვილის და მისი ხელისუფლების ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ეს უნდა დაამთავროს ქართულმა პოლიტიკურმა კლასმა - ჯანსაღმა და  პროდასავლურმა ქართველ ხალხთან ერთად. დედა მ... თქვე ნაბოზვრებო“, - აღნიშნა გვარამიამ პროკურატურის მისამართით.

თბილისის საქალაქო სასამართლო ხორავას ქუჩაზე 2017 წლის 1-ელ დეკემბერს მომხდარ, ორი ბავშვის მკვლელობის საქმეს 4 თვის განმავლობაში იხილავდა და განაჩენი დღეს გამოაცხადა.

გ.ჯ.-ს ბრალი ედებოდა ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში, ხოლო გ.ბ.-ს – ჯგუფურად, დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობასა და არასრულწლოვანი ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში.

სასამართლომ მკვლელობის ჯგუფურად განხორციელება არ ჩათვალა დადასტურებულად და აღნიშნული, როგორც მკვლელობის დამამძიმებელი გარემოება ორივე ბრალდებულის მიმართ მოხსნა. სასამართლომ გ.ჯ. დამნაშავედ ცნო დავით სარალიძის მკვლელობის მხოლოდ მცდელობაში, რადგან დადასტურებულად არ ჩათვალა მის მიერ სასიკვდილო ჭრილობის მიყენება; გ.ბ. დამნაშავედ ცნო ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში, ხოლო დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში იგი გაამართლა.  

სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ირაკლი შოთაძის გადადგომა და საქმის პროკურორების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა. ამ მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს მთავარი პროკურატურის შენობასთან.

დღეს გამართულ ბრიფინგზე მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ პროკურატურა საქალაქო სასამართლოს განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, ამასთან გამოძიების პროცესში ჩაერთვებიან უცხოელი პროკურორები და ექსპერტიზა ჩატარდება შვეიცარიის საექსპერტო ბიუროში.

ბრიფინგი გამართა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემაც. მისი განცხადებით, საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულების მიზნით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]