weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზუგდიდში რკინიგზის რელსების ქურდობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს

13:00 ოთხშაბათი, 31 მაისი 2017

სამართალდამცავებმა ზუგდიდში რკინიგზის რელსების ქურდობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს. „პირველი არხის“ ინფორმაციით, ბრალდებულებმა მინგირი-შამგონის რკინიგზის მონაკვეთზე, დაახლოებით, 100 მეტრი სიგრძის რელსი ჯართში ჩაბარების მიზნით მოიპარეს.

არსებული ინფორმაციით, მათ რელსები სპეციალური საჭრისების გამოყენებით დაჭრეს. სამართალდამცავებმა რელსები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ოთხივე პირი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებმა ჩადენილი დანაშაული აღიარეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]