weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რაგბის კავშირი - იმ აქციებში, რომელსაც პოლიტიკური ელფერი აქვს, არ ვერთვებით

23:00 ხუთშაბათი, 31 მაისი 2018

„გვინდა, ვუთხრათ საზოგადოებას, რომ ჩვენ ვიზიარებთ და გვერდზე ვუდგავართ ამ ტრაგედიით გაუბედურებულ ოჯახებს, თუმცა იმ აქციებში, რომელსაც პოლიტიკური ელფერი აქვს, არ ვერთვებით“, - რაგბის კავშირი Facebook-ის გვერდზე განცხადებას ავრცელებს.

„ძვირფასო მეგობრებო, „დინამოზე“ მიმდინარეობს დაძაბული მატჩი „ბორჯღალოსნებსა“ და ფრანგ „ბარბაროსებს“ შორის, რომელიც ეძღვნება საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნის 100 წლისთავს. ამ ეტაპზე ანგარიშია 11-10 საქართველოს სასარგებლოდ. მატჩის დასრულებისთანავე ჩვენი ნაკრები მიემგზავრება ოკეანეთში (ფიჯიზე) წყნარი ოკეანის თასზე მონაწილეობის მისაღებად.

უმორჩილესად გთხოვთ, საქართველოს რაგბის კავშირის, ბორჯღალოსნებისა და ქართული სარაგბო ოჯახის სახელით ნუ გააკეთებთ განცხადებებს.

ბოლო საათების განმავლობაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაგბის ნაკრები უერთდება რუსთაველზე მიმდინარე აქციას.

გვინდა ვუთხრათ საზოგადოებას, რომ ჩვენ ვიზიარებთ და გვერდზე ვუდგავართ ამ ტრაგედიით გაუბედურებულ ოჯახებს, თუმცა იმ აქციებში, რომელსაც პოლიტიკური ელფერი აქვს, არ ვერთვებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ზვიად კუპრავამ რამდენჯერმე განაცხადა, რომ მორაგბეები თამაშის დასრულებისთანავე გულშემატკივართან ერთად საპროტესტო აქციას შეუერთდებოდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]