weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

არ დავიშლებით, ვიდრე მთავრობა არ გადადგება - ზვიად კუპრავა

00:05 პარასკევი, 01 ივნისი 2018
ფოტო: პირველი არხი ფოტო: პირველი არხი

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზვიად კუპრავა აცხადებს, რომ აქციის მონაწილეები არ დაიშლებიან, ვიდრე საქართველოს მთავრობა არ გადადგება და ხვალ უფრო მეტი ადამიანი გამოვა რუსთაველზე. მისივე თქმით, პარლამენტის შენობის წინ კარვები გაიშლება.

„ჩვენ დაშლას არ ვაპირებთ. ვთხოვეთ ჩვენს მოქალაქეებს, ვისაც რისი საშუალება აქვს, კარვები მოგვიტანონ. რამდენიმე კარავი უკვე მოვიდა და რამდენიმეს ველოდებით. აქ, რუსთაველზე, წვიმის მიუხედავად, დგას 50 ათასი ადამიანი და აპროტესტებს იმ უსამართლობას, რომელიც სჭირს საქართველოს და ითხოვს სისტემის დანგრევას. ჩვენ აქედან არ წავალთ. ბუნებრივია, აქ გაიშლება კარავი, რომ ადამიანებმა წვიმას თავი შეაფარონ. ხვალიდან აქცია ისევ განახლდება. აქ გამოვა უფრო მეტი ადამიანი“, - განაცხადა ზვიად კუპრავამ.

რაც შეეხება აქციის მოთხოვნებს, როგორც კუპრავამ აღნიშნა, ზაზა სარალიძეს ორი ძირითადი მოთხოვნა აქვს - დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა და მთავრობის გადადგომა.

„ჩვენ ჩამოვყალიბდით 2 ძირითად მოთხოვნაზე: პირველი დაისაჯონ ყველა კატეგორიის დამნაშავე პირები - მკვლელები, დამფარავები, გამყალბებელბი და ა.შ. მეორე მოთხოვნა, გადადგეს საქართველოს მთავრობა. ეს არის მოთხოვნა, ვინაიდან სისტემა შედგება სხვადასხვა აგურებისგან. ჩვენ დღეს გამოვაცალეთ ერთი აგური ამ სისტემას, მაგრამ კედელი ჯერ კიდევ დგას მყარად. ამიტომ სანამ საბოლოოდ არ დავანგრევთ ამ კედელს რუსთაველზე მუდმივად იდგება ხალხი. დღეს თუ ვართ 50 ათასი, 5 დღეში ვიქნებით 100 ათასი“, - აღნიშნა ზვიად კუპრავამ „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ ჩართვის დროს.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ, მოკლული დავით სარალიძის მამამ საპროტესტო აქცია დაიწყო მთავარი პროკურატურის შენობასთან, რომელსაც პოლიტიკოსები და განაჩენით, ასევე პროკურატურის საქმიანობით, უსამართლობით უკმაყოფილო ადამიანებიც შეუერთდნენ. მას შემდეგ, რაც მთავარმა პროკურორმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა, აქცია პარლამენტის შენობასთან გაგრძელდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]