weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს გიგა ოთხოზორიას მამის გარდაცვალების გამო

14:57 პარასკევი, 01 ივნისი 2018

საქართველოს პრეზიდენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გიგა ოთხოზორიას მამის გარდაცვალების გამო.

„უმძიმესი და მოუშუშებელია ის ტკივილი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმმა მიაყენა ოთხოზორიების ოჯახს გიგას მკვლელობით.

ბატონი ზურაბი ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ მისი შვილის მკვლელები ჯერ ისევ დაუსჯელები არიან.

ქართველი ხალხი არ შეეგუება იმ ისტორიულ უსამართლობას, რომელსაც რუსული ოკუპაცია ჰქვია და არ დაიღლება ქვეყნის გამთლიანებისათვის ბრძოლაში. ამ მძიმე წუთებში, ვუთანაგრძნობ მის ოჯახსა და ახლობლებს“, - აღნიშნავს გიორგი მარგველაშვილი.

30 წლის გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან მოკლეს. მას შელაპარაკება მოუვიდა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მდგომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების შეიარაღებული ფორმირების წარმომადგენლებთან - ე.წ. მესაზღვრეებთან. კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით გიგა ოთხოზორიამ დატოვა გამშვები პუნქტის ტერიტორია და საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიისკენ გამოემართა. მას დაედევნენ ე.წ. აფხაზი მესაზღვრეები, მათ შორის, შეიარაღებული მესაზღვრე რაშიდ კანჯი-ოღლი, რომელმაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, რამდენჯერმე ესროლა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 7 მარტს, რაშიდ კანჯი-ოღლი დაუსწრებლად სცნო დამნაშავედ გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობის და იარაღის უკანონო შეძენისა და ტარებისთვის და მას სასჯელის სახით 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რაშიდ კანჯი-ოღლი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]