აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სამგზავრო ავტობუსი „კამაზის“ და „მერსედესის“ მარკის ავტომობილებს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ავტომანქანები გზის სავალი ნაწილიდან გადავიდნენ.
გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ნანა თერმაკოზაშვილის თქმით, საავადმყოფოში გადაიყვანეს მძღოლი და ერთი მშობელი. მათ თაბაშირის დადება დასჭირდათ.
„ავარია ბაქოდან რამდენიმე კილომეტრში მოხდა. ვესაუბრეთ მოსწავლეებს და არცერთი მათგანი დაშავებული არ არის. საავადმყოფოში იმყოფება ჯანდაცვის მინისტრი და საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში“, - უთხრა ნანა თერმაკოზაშვილმა „რეგინფოს“.
მოსწავლეებმა სკოლა წელს დაამთავრეს.